LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქცია აზარტული თამაშების წინააღმდეგ – აქციის მონაწილეები რეგულაციების დაწესებას ითხოვენ

122
აქცია

დაწესდეს რეგულაციები – ეს არის ის მთავარი მოთხოვნები, რაც დღევანდელი აქციის მონაწილეებს ჰქონდათ. ისინი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ ისინი პირველი არხის გარდაცვლილი მეგობრის – სანდრო ბერაძის ოჯახის წევრები და მეგობრები არიან.

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ სანდრიკას ოჯახის წევრები და მეგობრები, რომ კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ლუდომანია აღიარა დაავადებად. ჩვენც გვინდა, რომ ჩვენთან მოხდეს ადამიანების მკურნალობა და ისინი არ გავრიყოთ, არამედ დავეხმაროთ ამ სენის დამარცხებაში.

,,არის წუთები, როდესაც დუმილი ღალატს ნიშნავს! ვაღიაროთ, რომ სხვისი სიკვდილით, ჩვენც გვაკლდება..."

,,ეს ის შემთხვევაა, როცა ბოროტებით სარგებლობს ათი, მაგრამ იღუპება სრულიად ერი"

არ არის არანაირი რეგულაცია, ელემენტარულად საზოგადოებრივი ტრანსპორტი აჭრელებულია სხვადასხვა აზარტული თამაშების რეკლამებით. აუცილებელია, მოექცეს რეგულაციებში, რომ არ დაიღუპონ სხვებიც და სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ აქ, ამიტომ ვითხოვთ ხელისუფლების დახმარებას, რომ მოხდეს რეგულირება“, – განაცხადა სანდრო ბერაძის ძმამ, გიორგი ბერაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები