LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქ საპანიკო არაფერია – შეფასებები ლარის კურსის გაუფასურებაზე

236
awtq3tyq3y6

აქ საპანიკო არაფერია – ასე ეხმაურება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ლარის რეკორდულ გაუფასურებას.ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ თუ საჭირო გახდება, ეროვნულ ბანკს და ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი, ვითარების დასასტაბილურებლად.

“აქ საპანიკო არაფერი არ არის, მთავარი ეს არის საქართველოს მონეტარულ ხელისუფლებას, ძალიან მნიშვნელოვანია, დაიმახსოვრეთ და იცოდეთ, რომ ყველა პირობა და ბერკეტი გააჩნია, იმისათვის, რომ სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება.

თუ საჭირო გახდება, ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტები იმისთვის, რომ სტაბილურობა შენარჩუნდეს. როდესაც ის საჭიროდ ჩათვლის,“ – ამბობს კოვზანაძე.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს ბიზნესსა და მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდებს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ რასაც ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი და მთავრობა სჩადიან, შეიძლება, შეფასდეს, როგორც დანაშაულებრივი უმოქმედობა.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, ექვსი თვის განმავლობაში ლარი ცოცვა-ცოცვითკატასტროფულ ნიშნულს მიუახლოვდა. მისივე თქმით, წარმოუდგენელია, რომ ლარის გამყარების მიზნით, ეროვნულ ბანკსა და მთავრობას ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამთ, რაც კაპიტულაციაა მოვლენების წინაშე.

„ბედს არიან მინდობილი და ჰგონიათ, რომ ლარი თავისით დასტაბილურდება. თავისით არაფერი ხდება. ძალიან სავალალოა, რომ ლარის გაუფასურებას რუსეთიდან ტურისტული ნაკადის კლებას აბრალებენ. საქართველოში ტურიზმი გაიზრდება, ცხრა მილიონს მიაღწევს და ამ სფეროდან შემოსავალი თანხა იმაზე მეტი იქნება, ვიდრე შარშან იყო იმის მიუხედავად, რუსეთიდან ნაკლები ტურისტი შემოვა თუ არა. პრობლემების გადაბრალება იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში იმ სიღრმისეულ მოვლენებს ვერ აცნობიერებენ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება“, – აღნიშნავს გოცირიძე.

ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია კი  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ ლარის გაუფასურების საგარეო შოკებითა და ქვეყანაში ტურისტული ნაკადის შემცირებით ახსნას “არაადეკვატურ შეფასებას“ უწოდებს.

როგორც ცომაიამ განაცხადა, კობა გვენეტაძე სულ მცირე არაფერს ამბობს იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება.

“როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ ფაქტს მალავს და საინვესტიციო გარემოს გაუარესებას ლარის გაუფასურების მიზეზად არ მიიჩნევს, ეს სულ მცირე სწორი შეფასება არ არის. გამომდინარე აქედან, ძალიან რთულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან ყველა მისი შემდგომი განცხადება დაიჯერო, როდესაც ის უცხოური ინვესტიციების შემცირების ფაქტორს არ ასახელებს. ის ასევე არ ასახელებს იმ ფაქტს, რომ 200 ათასს ლარამდე სესხის აღება უცხოურ ვალუტაში შეუძლებელია და ლარის გაუფასურებას ეს ფაქტორიც იწვევს. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავის შეფასებებში ადეკვატურია. საგარეო შოკები ყოველთვის არსებობს. ის ადრეც არსებობდა, მაგრამ ლარი ადრე ასე არ მოძრაობდა“, – განაცხადა “ინტერპრესნიუსთან”  აკაკი ცომაიამ.

ლარი ისევ უფასურდება. ეროვნულმა ბანკმა ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ხვალიდან ერთი დოლრის ღრიებულება 2 ლარი და 95 თეთრი იქნება, რაც შეეხება ევროს, თქვენ მის შესაძენად  3 ლარი და 28 თეთრი დაგჭრიდებათ.

კომერციულ ბანკებში კი დოლარის ღირებულება თითქმის სამ ლარამდე ადის, ეს მაშინ, როცა 30 ივლისისთვის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2 და 93-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები