LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქ გადმოსვლა მოგინდება: ევროპის ყველაზე ლამაზი ქუჩები

ap1

ჩვენი ქალაქების ქუჩები ხშირად ერთმანეთს გავს და დიდი ორიგინალურობით არ გამოირჩევა. არადა, მსოფლიოში მოიძებნება ისეთი ქუჩები, სადაც ხალხმა ძალიან მოინდომა და ისე მორთო, თვალსაც უხარია და ქვეყნად სახელიც გაუთქვა. უჩვეულო დიზაინი, საინტერესო დეტალები და მოსახლეობის გულიანი ფანტაზია – აი როგორ იქცევა ესა თუ ის ქუჩა მსოფლიოში ყველაზე ლამაზად.

 

მოლივლივე ქოლგების ქუჩა, აგედა (პორტუგალია)


პირველად ლამაზად გამოფენილი ქოლგები 2012 წელს გამოჩნდა. ყოველ წელს ინსტალაცია იცვლება და ახალი ქოლგები ჩნდება. ათობით მორთული ქოლგა არა მარტო ქუჩას ალამაზებს, არამედ მზისგან მშვენიერი თავდასაცავიცაა. ადგილობრივები ხუმრობენ, რომ მათ ქალაქში მერი პოპინსი დაბრუნდა.

 

ჯადოსნური ხალიჩების ქუჩა, ლა ოროტავა (ტენერიფე)


ყოველწლიურად ივნისში Corpus Christi-ის დღესასწაულის წინ ქალაქის რატუშასთან გიგანტური ხალიჩა იშლება. გამოსახული ნახატები ვულკანური ქვიშისგანაა დამზადებული. ერთი ნახატის დამზადებას 10 ადამიანი 40 დღე უნდება.

 

ვილა დე გრასია, ბარსელონა (ესპანეთი)


აგვისტოში ფესტივალ Festa Major-ის დროს ბარსელონას ერთ-ერთი კვარტალი კარნავალად იქცევა. ქუჩები ერთმანეთს ეჯიბრებიან ყველაზე ორიგინალური და ლამაზის წოდებისთვის. კვარტალს თავად მოსახლეობა აფორმებს, თანაც თითოეული ქუჩა გარკვეულ თემატიკას შეესაბამება.

 

გაბზარული ქვების ქუჩა, ენსხედე (ჰოლანდია)


Roombeek – სავაჭრო ქუჩაა ქალაქის ცენტრში. მისი ბედი ერთდროულად ტრაგიკული და ლამაზია. 2000 წელს ამ ადგილზე ფეიერვერკების საწყობი აფეთქდა, რის გამოც 650 სახლი დაინგრა. რამდენიმე წელიწადში რაიონი მთლიანად აღადგინეს და ნაკადული გაიყვანეს. დიზაინერებმა ფსკერი სპეციალური ფენილით შეიმუშავეს, რის გამოც მუდმივადაა ჭავლი. ზამთარში ქვის ნამსხვრევები ყინულის ნამსხვრევებს გავს, რომლებიც დათბობასთან ერთად ლღვება.

 

სანტა კატარინას ქუჩა, პორტო (პორტუგალია)


აზულეჟუ – ეს გახლავთ შორენკეცი თეთრ-ცისფერ გამაში, რომელიც პორტუგალიაში ხელოვნების საგნად იქცა. ადრე აზულეჟუს გამოყენების უფლებას თავს მხოლოდ წარჩინებულები თუ მისცემდნენ და ამით რთავდნენ სასახლეებსა და ეკლესიებს. დროთა განმავლობაში კი მას სახლების ფასადებისა და ინტერიერების, ასევე სანომრე ტაბლოების და რკინიგზის სადგურებისა თუ მეტროს მოსართავად იყენებენ. გარდა ესთეტიური ფუნქციისა, აზულეჟუს პრაქტიკული სარგებელიც აქვს: ზამთარში ნესტისგან იცავს, ზაფხულში კი სიგრილეს ინარჩუნებს.

 

ალბერობელო, აპულია (იტალია)


ეს ქალაქი პატარა თეთრი სახლებითაა ცნობილი. ტრული – სახლია მკვეთრად წაწვეტებული სახურავით. ასეთი ნაგებობა მსოფლიოში სხვაგან არსადაა. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს გავს, ტრული იყოფა მამაკაცისა და ქალების სახლებად, ასევე გამოირჩევა კრამიტის წყობის განსაკუთრებულობითა და ოსტატის ნამუშევრით.

 

 

და თქვენ, თქვენი ქალაქის რომელ ქუჩაზე იცხოვრებდით?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები