LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპრილის თვეში დამიძახეთ და ვნახოთ როგორი იქნება ციფრები – შს მინისტრი კრიმინალის სტატისტიკაზე

94
WhatsApp_Image_2018-05-18_at_16.05.27_5afec3aee19eb

“აგერ ხართ თქვენ და აგერ ვარ მე და აპრილის თვეში დამიძახეთ და ვნახოთ როგორი იქნება ციფრები”, — ასე უპასუხა გიორგი გახარიამ კითხვას კრიმინალის სტატისტიკის ზრდის შესახებ.

შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ არავინ უარყოფს სტატიტიკის ზრდას, მაგრამ ეს სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებულებები, მათ შორის სტატისტიკის შედგენის მეთოდოლოგიაზე და მიმართვიანობის გაზრდაზე. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

“ოჯახში ძალადობა და ყველა სახის სტიკმატიზირებული დანაშაული, რომელზეც საზოგადოებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი მუშაობა გავწიეთ და მომართვიანობა მართლა გაიზარდა, გაჩნდა ბევრი ისეთი დანაშაული, რომელიც მანამდე საერთოდ არ აღირიცხებოდა”, — აღნიშნა გახარიამ.

გახარიამ აღნიშნა, რომ მის მინისტრობამდე დანაშაულის ნაწილი არ აღირიცხებოდა, რის გამოც ახლა სტატისტიკური მაჩვენებელი გაიზრდა. ჟურნალისტის კითხვაზე, მალავდნენ თუ არა მანამდე, გახარიამ უპასუხა, რომ “ალამაზებდნენ”.

მეორე ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, აყალბებდნენ თუ არა წინა მინისტრები, მინისტრმა ასე უპასუხა: “მეთოდოლოგიისა და პრინციპების ცვლილება უნდა დავარქვათ ამას”.

კრიმინალის სტატისტიკის ზრდის შესახებ დღეს გიორგი გახარიას და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს პარლამენტში უსმენდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები