LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple-ის ახალი უსადენო ყურსასმენების ფასი 249 დოლარია

595
app-airpods

AirPods Pro ყურსასმენების წინა უსადენო მოდელის გაუმჯობესებული ვერსიაა, რომელსაც შეუძლია ხმაურის ჩახშობა. გარდა ამისა, ახალი ყურსასმენები ძალიან მოქნილია, რაც მათ საშუალებას მისცემს იდეალურად მოერგონ მომხმარებლის ყურს, შესაბამისად მათი მოხმარება ძალიან კომფორტული იქნება. გარდა ამისა, ახალ ყურსასმენებს ექნება სპეციალური რეჟიმი – transparency mode – რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს გაიგოს გარესამყაროს ხმები იმ დროს, როდესაც ტელეფონზე საუბრობს, მუსიკას უსმენს  ან ფილმს უყურებს.

„Apple”-ის საერთაშორისო მარკეტინგის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტის, ფილ შილერის თქმით, კომპანიის წარმოებული უსადენო ყურსასმენები მსოფლიოში ყველაზე კარგად იყიდება, მათი ახალი მოდელი კი კიდევ უფრო გაუმჯობესებული და კომფორტულია, სწორედ ამიტომ მას ეჭვი არ ეპარება, რომ ახალი AirPods Pro წინამორბედი მოდელების წარმატებას არათუ გაიმეორებს, არამედ გადააჭარბებს კიდეც.

ახალი ყურსასმენების შეძენა კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე დღეიდანაა შესაძლებელი. მათი ღირებულება აშშ-ში $249 , დიდ ბრიტანეთში £249 ხოლო სინგაპურში $379 იქნება. ჩვეულებრივი ეარპოდების ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე $159 – $179-ის ფარგლებში მერყეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები