LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა

254
236878842

დღეიდან აბიტურიენტებს საშუალება პელაციის შედეგები და საბოლოო გათანაბრებული ქულები იხილონ თავიანთ პირად გვერდზე.

“აბიტურიენტს, რომელსაც ეგონა, რომ გამოეთიშა კონკურს, შესაძლოა, გათანაბრების შემდეგ აღმოაჩინოს, რომ არ გამოეთიშა კონკურსს, რადგან ეს ქულა მეტია გამსვლელ ქულაზე. ამიტომ ისინი უნდა შევიდნენ პირად გვერდზე, რათა ნახონ გათანაბრებული ქულები”, –  აღნიშნა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ.

აბიტურიენტებისთვის სააპელაციო განაცხადების მიღება 7 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყო და 13 აგვისტოს 18:00 საათაზე დასრულდა.

წელს აპელაციაზე განაცხადი 3000-მდე აბიტურიენტმა გააკეთა. სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეეცვალა 648 აბიტურიენტს.

უფასო ფაკულტეტების სია გამოქვეყნდა

წესი საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება  26 აგვისტოს 18:00 საათამდე აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები