LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპარატი, რომელიც წონის კლებას ამარტივებს- რას გვთავაზობს STUDIO Figura

389

პოლონური კომპანია STUDIO Figura მომხმარებელს წონის კლების გასამარტივებლად, სპეციალურ სავარჯიშო პროგრამას სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, STUDIO Figura წარმოადგენს ლიმფოდრენაჟულ სამასაჟე სტუდიოების ქსელს, რომელიც ასევე აწარმოებს პროფესიული ხაზის კოსმეტიკას ორგანიზმისა და სხეულის მოვლისთვის.

”ჩვენ უკვე 10-წლიანი გამოცდილება და მსოფლიოს მასშტაბით 700-მდე ფილიალი გვაქვს. საქართველოში 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა პირველი ფილიალი- ამ ეტაპზე თბილისში სულ ხუთი ფილიალია, ბათუმში – ერთი, ხოლო უახლოეს მომავალში ქუთაისის ფილიალიც შემოგვემატება. ჩვენს სტუდიოებში გვაქვს პოლონური ლიმფოდრენაჟული სამასაჟე აპარატი ROLL Shaper-ი, რომელიც, პირველ რიგში, კარგია ჯანმრთელობისთვის, რადგან ორგანიზმს ეხმარება სისხლის მიმოქცევის აქტივაციაში, მეტაბოლიზმისა და ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებაში. ეს ყოველივე კი, ორგანიზმს უმარტივებს წონის კლების პროცესს”, – აცხადებენ STUDIO Figura-ში.

მათივე ცნობით, სავარჯიშო პროგრამა 18 პოზიციისგან შედგება (ფეხის ტერფებით იწყება და ზურგის კუნთის დამასაჟებით მთავრდება) და პროცედურა ზუსტად 60 წუთს გრძელდება. როგორც STUDIO Figura-ში განმარტავენ, ROLL Shaper-ის დახმარებით იცვლება სხეულის ფორმები, იშლება ცხიმოვანი მასა, ლაგდება ცელულიტი, სხეულის კანი ხდება მკვრივი და ელასტიური.

”ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს 8, 12 და 20-დღიან კურსებს, სხვა მსგავსი აქტივობებისგან/დაწესებულებებისგან განსხვავებით, ჩვენთან შედეგს უმოკლეს დროში ხედავს მომხმარებელი. რაც შეეხება ტარიფერსბ, 8 ვიზიტი 240 ლარი ჯდება, 12 ვიზიტი – 300 ლარი, ხოლო 20 ვიზიტი 400 ლარი ღირს. პირველი საცდელი პროცედურა და კონსულტაცია კი უფასოა”, – აღნიშნავენ STUDIO Figura-ში.  

ცნობისთვის, STUDIO Figura-ის ფილიალები თბილისში შემდეგ მისამართებზეა წარმოდგენილი: ვაკე, მოსაშვილის N6, საბურთალო, კოსტავას N67, საბურთალო, ნუცუბიძის  N82, გლდანი, ვეკუას N1, დიღმის მასივი, კ.ჩალაძის ქ. 7/6 .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები