LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტიგრიპინი! – როგორ ებრძვის ჰომეოპათია გრიპის ვირუსს

virusi

„ავტორადიოს“ ეთერში სტუმრობისას  ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის პრეზიდენტმა, ჰომეოპათმა თორნიკე ალაშვილმა ვრცლად ისაუბრა გრიპის ვირუსზე. კითხვაზე, რა მიდგომა აქვს ჰომეოპათიას გავრცელებულ გრიპის ვირუსთან, ექიმი ამბობს, რომ ამ მიმართულებით ის წლებია მუშაობს და მკურნალობის შედეგმაც გაამართლა.

„ჩვენს კლინიკაში გვაქვს შემუშავებული ანტიგრიპინი, რომელსაც ფართოდ იცნობს ის საზოგადოება, ვინც ჩვენი კლინიკის პაციენტია და ყველა აღიარებს, რომ უმრავლეს შემთხვევაში ეს არის სასწაული, მოკლე ვადებში პირველივე სიმპტომების შემდეგ ახდენს კუპირებას და მეორე დღეს შეიძლება ბავშვი თუ მოზრდილი ჯანმრთელ იყოს. ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა, სიმპტომების გათვალისწინებით ვნიშნავთ პრეპარატს. მაგალითად ურთულესი ფრინველის გრიპის ეპიდემიის დროს, ჰომეოპათიას გასაოცარი შედეგები ჰქონდა. უმრავლეს შემთხვევაში გელზემიუმი,  უმცირესი ჰომეოპათიური დოზით, რომელიც ყვითელი ჟასმინისგან მზადდება,  ხსნიდა ძლიერ სისუსტეს და აძლიერებდა ორგანიზმს. ამის შემდეგ ყველა გართულება მცირდებოდა ან აღარ ვითარდებოდა და მოკლე ვადებში პაციენტი ჯანმრთელდებოდა.  შეიძლება პაციენტს ფოსფორი ან რაიმე სხვა ჰომეოპათოური პრეპარატი დასჭირდეს, მინერალის ან ცხოველური ჯგუფიდან, მაგრამ უფრო ხშირად მცენარეული პრეპარატებია გრიპის დროს გამოცდილი. ჩვენი ანტიგრიპინები მარტო ხველას და სურდოს წინააღმდეგ კი არაა მიმართული, არამედ სიცხის და ანთების საწინააღმდეგო კომპონენტებია ჩართული.“

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები