LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანრი ჯოხაძის კონცერტის ყველა ბილეთი გაყიდულია

847
69703596-344873939750573-830072876005588992-n

31 აგვისტოს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართება. მომღერლის შოუზე დასასწრებად, ერთი კვირით ადრე, ყველა ბილეთი გაიყიდა.

კონცერტისთვის სპეციალურად საქართველოში ჩამოვიდა ანრის ძმა, ომარ ჯოხაძე, რომელიც მასთან ერთად მაყურებლის წინაშე წარდგება. ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობენ ნინი ბადურაშვილი და გიორგი გილიგაშვილი.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, დეკორაციები ბათუმში თბილისიდან ჩადის. 29 აგვისტოს რეპეტიცია გაიმართება, 30-ში ტექნიკურ დეტალებს გაივლიან, ასევე შედგება გენერალური რეპეტიცია.

ღონისძიებას ტელეკომპანია „იმედი“ გადაიღებს და მის ეთერში გავა, რეჟისორი ზურაბ ფანქველაშვილი იქნება.

ანრი ჯოხაძის სოლოკონცერტზე მომღერალი გაიხსენებს ეთერ კაკულიას, გივი ბერიკაშვილსა და ლეილა აბაშიძეს და მაყურებელს საშუალება ექნება, დიდ ეკრანზე იხილოს ექსკლუზიური კადრები მათ შესახებ.

ღონისძიებაზე შესრულდება მხოლოდ ქართველი კომპოზიტორების სიმღერები, რომელთა შორის არიან გია ყანჩელი, ეთერ ჭელიძე, გია მაჭარაშვილი, ლილი შავერზაშვილი, რუსუდან ჩხაიძე…

კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის სახელმწიფო კაპელა, რომელთან ერთადაც ანრი ჯოხაძე ბოლო რამდენიმე სიმღერას შეასრულებს.

კონცერტი საღამოს რვა საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები