LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი თუ ირინა შეიკი – ვის უფრო ჰგავს ბრედ პიტის ახალი რჩეული?

244
nikolpoturalski20929

მიმდინარე წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი, ბრედ პიტის ახალი რჩეული, ნიკოლ პოტურალსკი დღეს ყველა წამყვანი გამოცემის პირველ გვერდზეა. ამჯერად ცნობილი მოდელი პაპარაცებმა ბერლინის კინოთეატრის შესასვლელთან გადაიღეს. პოტურალსკი ტყავის ქურთუკსა და ბათინკებში იყო გამოწყობილი, ის კინოპრემიერას ესწრებოდა. ყველაზე მეტად კი ჟურნალისტები პოტურალსკისა და ანჯელინა ჯოლის მსგავსებაზე წერენ. მას უკვე ახალი ანჯელინა ჯოლი უწოდეს.

რაც ეხება პოტურალსკის სტილს, ის რადიკალურად განსხვავდება კლასიკური სამოსის მოყვარული ენჯის სტილისგან. მოდელი სპორტული სტილის სამოსს ანიჭებს უპირატესობას და ბევრად უფრო ღიაა მედიისთვის. ამ დრომდე მას ირინა შეიკის ორეულსაც ეძახდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები