LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი ქალიშვილებთან ერთად საშობაო შოპინგზე (ფოტო)

3371
anjey-news343435

ცნობილი ხდება, რომ ანჯელინა ჯოლი შობას იმავე ქალაქში გაატარებს, სადაც მისი შვილები. წელს ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის შვილები შობას პირველად მამასთან ერთად იზეიმებენ. საუბარია მხოლოდ 13 წლის შაილოზე, 11 წლის ვივიენსა და მოკსზე. იქამდე კი ენჯი არ უშვებს ხელიდან შანსს, საშობაოდ შვილებთან ერთად იშოპინგოს.

პაპარცებმა ამჯერად 44 წლის კინოვარსკვლავი ლოს-ანჯელესში გადაიღეს, როდესაც ის 14 წლის ზაჰარასთან და 13 წლის შაილოსთან ერთად საშოპიონგოდ იყო გასული. დედამ და ქალიშვილებმა ჯერ წიგნის მაღაზია მოინახულეს, მოგვიანებით კი ყავით ხელში ქუჩაში გაისეურნეს. ენჯი ტრადიციისამებრ, კლასიკურ შავ-თეთრი ფერის ანსამბლში იყო გამოწყობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები