LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი დევიდ და ვიქტორია ბექჰემების დაშორებას ცდილობს – ტაბლოიდები

collage

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ოჯახურ იდილიას საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ ტაბლოიდები წერენ. საფრთხედ კი მსახიობი ანჯელინა ჯოლი სახელდება.

როგორც ტაბლოიდები წერენ, ბექჰემი ლონდონში, მადლიერების დღეს შეხვდა ანჯელინა ჯოლის, ეს უკანასკნელი კი ამ შეხვედრის შემდეგ ცდილობს ფეხბურთელი საქველმოქმედო პროექტზე დაითანხმოს, თუმცა მედიის ინფორმაციით, ეს მხოლოდ საბაბია.

ტაბლოიდები წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ ბექჰემების ოჯახი განქორწინების ზღვარზეა და რომ წყვილს ერთმანეთი აღარ უყვართ.

მედია წერს, რომ ანჯელინამ შესანიშნავი დრო აირჩია ბექჰემთან დასაახლოვებლად.

ცნობისთვის,მას შემდეგ რაც ანჯელინა ჯოლი ბრეტ პიტს დაშორდა და მეურვეობის საკითხებიც მოაგვარა მის სახელს არაერთ მსახიობს უკავშირებენ. ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია რომ მსახიობს კიანუ რივზთან ჰქონდა რომანი.მოგვიანებით ეს ჭორები გაბათილდა, როცა კიანუ რივზი მეგობარ ქალთან ერთად გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები