LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიტას მდგომარეობა დამძიმდა – ოჯახი დახმარებისთვის პრემიერ მინისტრს მიმართავს

7807
76714124-2186400178332539-1494911217603444736-o (2)

ანიტას მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ, სოციალურ ქსელ ფეისბუქში მის მხარდასაჭერად შექმნილ ჯგუფში წერენ.

ჩვენი გოგოს მდგომარეობა დამძიმდა, განდევნის ფრაქცია 11%-ია, არ გვინდა რამე ნეგატიურად დავწეროთ, თუმცა ამჟამად ანიტა ვეღარ არის ყოჩაღად, გვჭირდება თქვენი გვერდით დგომა, ყველამ ერთად ვთხოვოთ უფალს ანიტას მოყოჩაღება, მისი მდგომარეობის გაუმჯობესება… გთხოვთ ვილოცოთ მთელი -ით #ანიტასთვის – წერენ სოციალურ ქსელში.

გარდა ამისა, ანიტას ბებია, თამუნა გლურჯიძე წერს, რომ იტალიის კლინიკაში გადასაყვანად მათ ბიუროკრატიული ბარიერები შეხვდა, რომელთა მოგვარებასაც დრო სჭირდება. ანიტას ბებიას დახმარებას პრემიერ მინისტრისგან ითხოვს.

არ ვიცი როგორ, არ ვიცი რანაირად, დამეხმარეთ ყველა, სასწრაფოდ მჭირდება ხმის მიწოდება უმაღლეს ეშელონებთან, ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია, ათასნაირი წერილის მიწერ-მოწერას ითხოვს ბიუროკრატია, სანამ იტალიის კლინიკაში მოხვდება. ამასობაში დრო გადის და შეიძლება დაგვიანებული იყოს. მივმართავ თხოვნით რიგით ადამიანებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, ყველას – მიმაწვდენინეთ ხმა პრემიერამდე, დამეხმარეთ გადავარჩინო ანიტა. იქნებ მომცეთ საშუალება პირდაპირი ეთერიდან მიმართვის, ან რაიმე სხვა სწრაფი გზა შემომთავაზოთ.
გთხოვთ, ვინც წაიკითხავთ გადააზიარეთ, იქნებ გავანგრიოთ ბიუროკრატიის კედელი. ნუთუ ის თუნდაც ერთი ბავშვის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია?!

P.S. საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველანაირად გვერდით მიდგას, მაგრამ ეს გზა დროში იწელება, იმ დროში რომელიც არ გვაქვს, – წერს თამუნა გლურჯიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები