LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანგელა მერკელს სამიტზე დაცხა და ფეხსაცმელი გაიხადა (ვიდეო)

818
78774838-3299560003419565-1899584728449679360-n

პარიზში გამართულ „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტზე, რომელსაც გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთის და უკრაინის ლიდერები ესწრებოდნენ, კომუნიკე მიიღეს. ლიდერები სამ ძირითად საკითხზე შეთანხმდნენ. მათ შორის არის კონფლიქტის ზონაში ვითარების სტაბილიზაციისთვის ზომების დაუყოვნებლივ მიღება, მინსკის შეთანხმების პოლიტიკური პირობების რეალიზაციისთვის ზომების მიღება და გაგრძელება. მხარეებმა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე წლის ბოლომდე ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმებასაც მიაღწიეს.

„ნორმანდიული ოთხეული“ ფორმატში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ესწრებოდა, რომელმაც შეხვედრის მიმდინარეობის დროს ფეხსაცმელი გაიხადა. ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ეს იყო რუსეთი და უკრაინის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა, რომელიც რამდენიმე საათი გაგრძელდა და როგორც ჩანს მერკელმა ქვედა კიდურებზე დისკომფორტი ვერ აიტანა და მარცხენა ფეხსაცმელი კოხტად  გაიძრო. მაგიდის მოპირდაპირე მხარეს მედიის წარმომადგენლებს გერმანიის კანცლერის “ოსტატობა” არ გამორჩენიათ.

აღნიშნული შეხვედრით კმაყოფილი დარჩა ვლადიმირ პუტინი, რომელმაც სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ  ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებემა წარმატებით ჩაიარა. კმაყოფილი დარჩა ანგელა მერკელიც, რომელსაც ვიდეოში ეტყობა, რომ ტერფის სითავისუფლემ შვება მისცა.

https://www.facebook.com/ketevan.kardava/videos/10220989667041943/?__xts__[0]=68.ARAZb9WB5GIExkuJ4rmrORSGoIOdxGy1zPJWIZ-WqN4isvIA9v2bDgu7wOQllUW75_VnW96LhyHikuHprGSTy9Ez_CeGhJnc2ltzM1OoxsH000XMM9xLTDYsQDr039hvMEk