LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრია ჯაღმაიძე: მისასალმებელია აზარტული თამაშების რეგულაციისაკენ გადადგმული პრემიერის ნაბიჯი

46
jaghmaidze.jpeg

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივებს, ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის დაწესების, რეკლამის აკრძალვისა და მომხმარებლის ასაკის 25 წლამდე აწევის შესახებ, მიესალმება.

ამის შესახებ ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

“სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რელობად ქცევა წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

25 წლამდე ახალგაზრდების დაცვა გემბლინგის სენისაგან შედეგს მყისიერად გამოაჩენს. 20-25 წლამდე ასაკის დასაქმებული ახალგაზრდების რაოდენობა უკანასკნელი წლების განმავლობაში მზარდი ტემპით კლებულობდა, ხოლო იგივე ასაკის ადამიანების სათამაშო ბიზნესში ჩართულობა-იზრდებოდა.

მისასალმებელია აზარტული თამაშების რეგულაციისაკენ გადადგმული პრემიერის ეს ნაბიჯი. იმედია დროთა განმავლობაში სხვა დამცავი მექანიზმების ჩართვაც შესაძლებელი გახდება, რაც დაიცავს ჩვენს ახალგაზრდებს და ზოგადად ოჯახებს ამ სენისაგან,”-წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები