LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრია გველესიანმა შვილს „იავნანა“ დაუწერა

233
andriagvelesiani

ანდრია გველესიანს და მის მეუღლეს, მაიკო ვაწაძეს უსაყვარლესი ბიჭი ჰყავთ. ანდრია ხშირად აზიარებს შვილთან ერთად გადღებულ ფოტოებს. ჩანს, რომ ის აქტიურადაა ჩართული პატარას აღზრდაში.

„მე არ მქონია ის მომენტები, როდესაც ძალიან ჩვილი ბავშვის ხელში დაჭერა უჭირთ. ალბათ, ეს იმანაც განაპირობა, რომ შობიარობას დავესწარი და ჩვენი პირველი კონტაქტი იქ შედგა. პირველი წუთიდან ჩემი შვილი ხელში მიჭირავს. დაბანაშიც აქტიურად ვმონაწილეობ…“

ანდრია ჟურნალ „სარკესთან“ აღნიშნავს, რომ ალექსანდრეს „იავნანა“ დაუწერა: „მისმა სიყვარულმა ერთი „იავნანაც“ დამაწერინა, რომელსაც ალბათ მალე ჩავწერ. როგორი ლაღი და მხიარულიც არის ალექსანდრე, სიმღერაც ასთივე გამოვიდა. აქამდე ჩემი სიმღერის მუზა თუ მაიკო იყო, ახლა ალექსანდრეც გახდა. ვიცი, რომ კიდევ ბევრ სიმღერას დამაწერინებს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები