LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ანას ბაღის” დამცველებმა სამშენებლო კომპანიას პროკურატურაში უჩივლეს

110
BeFunky-collage (32)

ანას ბაღის“  დამცველმა მოსახლეობამ „ევროპული სამშენებლო კომპანიის” წინააღმდეგ საჩივარი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უკვე შეიტანა. საქმე ეხება აღნიშნული კომპანიის თამშრომლებსა და საპროტესტო აქციაში მონაწილე ვარკეთილის მოსახლეობას შორის ინციდენტს, რომელიც 10 იანვარს მოხდა.

„ანას ბაღის” მოსახლეობის ინტერესების დამცველმა, მუხრან ღურწკაიამ განაცხადა, რომ საჩივარი მიმართულია აღნიშნული კომპანიის თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებმაც მისი თქმით, მოსახლეობაზე იძალადეს. ასევე, საჩივარი ეხება იმ პოლიციელებს, რომლებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება არ მოახდინეს.

ღურწკაიას განმარტებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით „დაუყოვლებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და მოძალადე პირები უნდა დაისაჯონ”.

„ჩვენ შეგვაქვს საჩივარი კომპანიის დაცვის თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებმაც იძალადეს მოსახლეობაზე და განახორციელეს უპრეცედენტო ძალადობა. ასევე, იქ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც რეაგირება არ მოახდინეს ამ ფაქტთან დაკავშირებით. პროკურატურისგან ვითხოვთ, რომ დაიწყოს დაუყოვნებლივ გამოძიება და მოძალადე პირები დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით. ასევე, დაზიანებულია აქციის მონაწილეების მანქანები, რომლებიც დააზიანეს კომპანიის თანამშრომლებმა და კომპანიის დაცვის წევრებმა. ამაზეც არის ამ საჩივარში საუბარი და ვითხოვთ გამოძიების დაწყებას, მანქანების დაზიანების ნაწილშიც, ძალადობის ნაწილშიც და პოლიციელების მხრიდან გულგრილობისა და უმოქმედობის ნაწილშიც”, – განაცხადა ადვოკატმა.

ბრძოლა “ანას ბაღისთვის” კალაძისთვის “თითიდან გამოწოვილი” თემაა

შეგახსენებთ, “ანას ბაღთან” დაკავშირებით ვარკეთილის მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა აქციებს მართავს და აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობას აპროტესტებს. აქციის დროს რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება კომპანიის დაცვის თანამშრომლებსა და მოსახლეობას შორის. ადგილი ქონდა ასევე ფიზიკურ დაპირისპირებას. შემთხვევის შედეგად აქციის რამდენიმე მონაწილე სპატრულო პოლიციამ დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები