LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიის პორტი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს რამდენჯერმე გაზრდის

219

ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად გრძელდება. რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია.

”დარწმუნებული ვარ ეს პორტი მოგვცემს საშუალებას, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი რამდენჯერმე გავზარდოთ. ღრმაწლოვანი ნავსადგური თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით ქვეყნისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტია, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ისტორიულ აბრეშუმის გზაზე“, – განაცხადა ალავიძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი სულ 9 ფაზისგან შედგება და 100 მილიონი ტონის ტვირთბრუნვაზეა გათვლილი. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები