LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო

137
5e441451f06a6

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა” და მთავარ უცხოელ ინვესტორს – ბობ მეიერს საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეაქვთ. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

უფრო კონკრეტულად კი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” და ბობ მეიერმა 29 ივლისს შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ, ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით.

“კონსორციუმი და ბატონი მეიერი ითხოვენ პროექტში მათი დარღვეული უფლებების აღდგენას. ამ მოთხოვნების ოდენობა არის დიდი მოცულობის, სცდება 1 მილიარდ აშშ დოლარს და შედგება ADC-სა და ბატონი მეიერის დანაკარგისგან, რომელიც პირდაპირი შედეგია საქართველოს მთავრობის კამპანიის, ძირი გამოეთხარა ანაკლიიის პორტის პროექტისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები