LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა წითლიძე: ფსკერიც კი აღარ ქვია ამას, სამტრედიასთან გზა გადაგვიკეტეს, 30 კაცია ცოცხებით

170
454545

ენმ-ს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში კოლონების თბილისისკენ წამოსვლის შეფერხებაზე წერს.

ანა წითლიძის თქმით, კოლონები სამტრედიასთან შეაჩერეს და გზა გადაკეტეს.

„სამტედიასთან გააჩერეს კოლონები. გზა გადაგვიკეტეს. 30 კაცია ცოცხებით, მათ შორის ზუგდიდის საკრებულოს წევრები თაზო ფაცაცია, ედიტა კოდუა და ზაზა პროკოპენკო, მამუკა თოლორაია.

აი, ფსკერიც კი აღარ ქვია ამას, რაც თქვენ ჩაიდინეთ მეგობრებო. აღარ ეშინია და ვერ გააჩერებთ ამ ხალხს ❤️ “. – წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ავტოკოლონა ზუგდიდიდან  დედაქალაქისკენ დაიძრა.

სააკაშვილის მხარდამჭერები თბილისში ზუსტად, 18:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან.

ფოტო/ვიდეო: “ჩემი სამეგრელო აქ არის… უკვე იმდენი ვართ, ვერ დათვალეს” – სააკაშვილის მხარდამჭერი კოლონები ზუგდიდიდან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები