LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან გამყრელიძის გადადგომა განიხილება: სერგო ჩიხლაძე

620
amiranagamyrelidze

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ამირან გამყრელიძის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პოსტიდან გადაყენება უკვე ერთი კვირაა  განიხილება.

„ფორტუნა“ აღნიშნულ საკითხზე სერგო ჩიხლაძეს ესაუბრა.

კითხვაზე, რის საფუძველზე შეიძლება გაათავისუფლონ ამირან გამყრელიძე, სერგო ჩიხლაძე პასუხობს.
„მიზეზს ვერ გეტყვით, უბრალოდ ბოლო ერთი კვირაა ეს ინფორმაცია კულუარულად არსებობს. შესაძლებელია, დღევანდელი  შეხვედრა და კანცელარიაში დაბარება სწორედ ამ საკითხს ეხებოდეს.

მეორე მიზეზი, რის გამოც ეპიდემიოლოგები არიან დაბარებული კანცელარიაში, არის  ის, რომ კოვაქს პლატფორმამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩვენ მთხოვნები ვერ დავაკმაყოფილეთ, მაშინ როდესაც განამ, ზიმბაბვემ და სხვა ქვეყნებმა დააკმაყოფილეს“.
სერგო ჩიხლაძე არ ფლობს ინფორმაციას, ვინ შეიძლება ვიხილოთ გამყრელიძის ადგილას.

„ასეთი კულუარული ინფორმაცი არ მაქვს. ვიცი, რომ  განიხილება ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი. ბევრი მისი მიდგომა არის მოძველებული და დაუსაბუთებელი, იგივე შეზღუდვებთან დაკავშირებით, სააკორდინაციო საბჭოში მისი საქმიანობა, ასევე, არაერთი საეჭვო შესყიდვები, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული. გადაწყვეტილია თუ არა, არ ვიცი, კულუარული ინფორმაცია 1 კვირა გვაქვს, რომ ეს განიხილება“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

„ფორტუნა დაუკავშირდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცეტრს.

„სერგო ჩიხლაძის გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ვერაფერს დაგიდასტურებთ“, – განუცხადეს „ფორტუნას“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტში.

შეგახსენებთ, დილის 10 საათიდან მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, ეკატერინე ტიკარაძე და თამარ გაბუნია. უცნობია, რა საკითხზე დაიბარეს ისინი კანცელარიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები