პრესლების ოჯახმა, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ცხოვრობს, თვითიზოლაციის პირობებში დროის გასაყვანად საუკეთესო გამოსავალს მიაგნო. ოჯახის წევრები იგონებენ სახალისო შეჯიბრებებს და კარანტინის დღეებს იხალისებენ. შეჯიბრებების ამსახველ ვიდეოებს ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ალექსი TikTok-ის საკუთარ ანგარიშზე ტვირთავს. მათი ვიდეოები ძალიან პოპულარულია. ალექს პრესლის TikTok-ზე არაერთი ფოლოვერი ჰყავს, პირველივე ვიდეოს კი 8 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

25 წლის ალექსის განცხადებით, საოჯახო თამაშები პრესლების ტრადიციაა. აქამდე ისინი ძირითადად ღამით თამაშობდნენ საოჯახო თამაშებს, როდესაც ალექსი და მისი ტყუპისცალი ზაკი მშობლებს სტუმრობდნენ, თუმცა ახლა კარანტინის პირობებში მთელი ოჯახი სახლშია და თამაშიც უფრო სახალისოა.

,,აქამდე ჩვენთან სტუმრობა მეზობლებსაც ძალიან უყვარდათ, რადგან ჩვენს ოჯახში არასდროსაა მოწყენილობა. ამიტომ ისინი ამბობდნენ: მოდით, პრესლებთან წავიდეთ. იქ ნამდვილად რაიმე სიგიჟე მოხდება”.

ალექს პრესლის თქმით, თამაშები შემთხვევით დაიწყო. ოჯახი კარანტინის რომელიღაც დღეს საოჯახო თამაშით ერთობოდა, თუმცა ალექსს მოუვიდა იდეა, რომ ეს პროცესი უფრო სახალისო და კრეატიული გაეხადა. მან ოჯახის წევრებს იდეა მიაწოდა – შეჯიბრებოდნენ ერთმანეთს წყლის დალევაში. წყალი მაცივრის კონტეინერიდან მოდიოდა, ოჯახის წევრებს კი უნდა დაელიათ რაც შეიძლება მეტი და თან ისე, რომ ჭიქა ზედმეტად არ გავსებულიყო და წყალი არ დაღვრილიყო.

ალექსმა ვიდეო TikTok-ზე ატვირთა. ,,ოლიმპიური თამაშები კარანტინში უკვე დაიწყო!” – იუწყებოდა ის.

ვიდეომ ელვის სისწრაფით მოიპოვა პოპულარობა, რასაც ალექსი არ ელოდა. კომენტარების უმეტესობაში პრესლებს ახალი გამოწვევების მოფიქრებას და ახალ შეჯიბრებებში მონაწილეობას სთხოვდნენ. საერთო ჯამში ოჯახმა 14 სახალისო ჩელენჯი შესთავაზა მიმდევრებს. ძმები პრესლების აზრით, ამ ყველაფერში საუკეთესო ისაა, რომ ასეთ მძიმე დროს მათმა ვიდეოებმა ადამიანებისთვის დადებითი ემოციების მოტანა შეძლო.

თუ თქვენც გსურთ,იხალისოთ პრესლების ვიდოებით, შეგიძლიათ ისინი იხილოთ აქ:  https://www.tiktok.com/@alexpresley_

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05