LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკული ბიზნესები საქართველოში ინვესტირებას მეტი ნდობით მოეკიდებიან – თურნავა

68
138559885-3692645417491757-2961534821712341908-o

„აშშ – ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ბატონი ქროქის შეფასება არის ძალიან ზუსტი. ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არის ძალიან მაღალ ნიშნულზე ყველა ასპექტითა და მიმართულებით. განსაკუთრებით გამოვყოფდი ეკონომიკურ თანამშრომლობას”,- ასე შეაფასა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ – ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ქით ქროქის ინტერვიუ, რომელიც მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას მისცა.

ნათია თურნავას თქმით, რამდენიმე დღის წინ ხელი მოეწერა მნიშვნელოვან მემორანდუმს „სუფთა ქსელის“ ინიციატივასთან საქართველოს მიერთების თვალსაზრისით, რაც ხსნის ახალ პერსპექტივებს ამერიკული ბიზნესებისთვის, რომლებიც უფრო მეტი ნდობით მოეკიდებიან საქართველოში ინვესტირებას.

ინტერვიუში ქით ქროქმა ისაუბრა საქართველოსა და აშშისბიზნეს გეგმის შედგენაზე“. მინისტრის განცხადებით, ეს ზუსტი ტერმინია და საქართველოსა და აშშ – ის შორის თანამშრომლობის პროცესში ორი ქვეყნის საქმიანი წრეების უფრო მეტად გააქტიურებას ითვალისწინებს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ბიზნესების თანამშრომლობის დრაივერი იქნება არა სახელმწიფო უწყებები, არამედ ამ პროცესს ბიზნესებიც შეუერთდებიან და ისინი დაიწყებენ უფრო აქტიურ თანამშრომლობას,“ – აღნიშნა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები