LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ გასცა რეკომენდაცია „ფაიზერის ბუსტერზე“ 65 წელს გადაცილებული და ქრონიკული პაციენტებისთვის. დამიჯერეთ ხოლმე რა: გიორგი ფხაკაძე

1149
გიორგი-ფხაკაძე

ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ „ფაიზერის“ ბუსტერზე 65 წელს გადაცილებული და ქრონიკული პაციენტებისთვის რეკომენდაცია გასცა.

ფხაკაძე იმედოვნებს, რომ საბოლოოდ საქართველო კოვიდის მართვის სწორ გზას აირჩევს და „რუსული გზით“ არ წავა.

„კიდევ ერთი სიახლე

ამ წუთას ამერიკის წამლის სააგენტომ გასცა რეკომენდაცია ფაიზერის ბუსტერზე 65 წელს გადაცილებული და ქრონიკული პაციენტებისთვის.

დამიჯერეთ ხოლმე რა…

იმედია, საქართველო საბოლოოდ აირჩევს კოვიდის მართვის სწორ გზას… ან მივდივართ ამერიკის გზით,, ან ევროპის გზით, ან ისრაელის გზით,, ან ღმერთმა, დაგვიფარის, რუსული გზით …. ქართულმა გზამ კი გვაჩვენა რომ დამღუპველია…

ისე, მსოფლიო უკვე მე-3 დოზაზე გადადის. ევროპის ქვეყნებში 70-90% არიან აცრილები 2-ჯერ და სამედიცინო პერსონალის 90-100% არის აცრილი. შედარებისთვის, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 20% არის აცრილი, სამედიცინო პერსონალის 50%-მდეა მხოლოდ აცრილი და ზოგიერთი ექიმი კითხვის ქვეშ აყენებს ვაქცინაციას.

არაპროფესიონალიზმი კლავს“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები