LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკის შეერთებულ შტატებში შტორმ “ლაურას” 6 ადამიანი ემსხვერპლა

99
hurricane-laura-11-gty-llr-200827-1598555060545-hpMain-2-16x9-1600

ამერიკის შეერთებულ შტატებში შტორმ “ლაურას” 6 ადამიანი ემსხვერპლა. ქარიშხალმა ლუიზიანისა და ტეხასის შტატები დააზარალა. შტორმის შედეგად დატბორილია სახლები და საავტომობილო გზები.

ძლიერმა ქარმა, რომლის მაქსიმალურმა სიჩქარემ საათში 240 კილომეტრს მიაღწია, შენობები, მანქანები, გზები, ხიდები და ელექტროგადმცემი ხაზები დააზიანა.

აღსანიშნავია, რომ „ლაურას“ 6-მეტრიანი ტალღები არ გამოუწვევია, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. მოგვიანებით ის ტროპიკული ქარიშხლის კატეგორიამდე შესუსტდა და არკანზასისკენ გაემართა.

სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. შტორმმა “ლაურამ” შეერთებულ შტატებთან მიახლოვებამდე კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებს გადაუარა, სადაც სტიქიას 20-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები