LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელმა თინეიჯერმა აქციის შემდეგ ქუჩები დაასუფთავა, რისთვისაც საჩუქრად ავტომობილი და სწავლის დაფინანსება მიიღო

157
usstdnt

როდესაც 18 წლის ანტონიო გვინ უმცროსმა პროტესტის შემდეგ დანაგვიანებული მშობლიური ბუფალო ნახა, ცოცხი აიღო და ქუჩების წმენდას შეუდგა.

ახალგაზრდამ დასუფთავება ღამის 2 საათზე დაიწყო და 10 საათი გაუჩერებლად იმუშავა. როდესაც მისი მეზობლები დილით დასახმარებლად მივიდნენ, აღმოაჩინეს, რომ საქმის დიდი ნაწილი უკვე გაკეთებული იყო.

როგორც 18 წლის ბიჭმა ,,სიენენს” უთხრა, ნაგვითა და მინის ნამსხვრევებით სავსე ქუჩები, ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტში ნახა. მან იცოდა რომ დილით ხალხს სამსახურებში მოუწევდა წასვლა, ამიტომ გადაწყვიტა დალაგება დაუყოვნებლივ დაეწყო.

როდესაც ადგილობრივებმა ანტონიოს საგმირო საქციელის შესახებ გაიგეს, ბევრი არ უფიქრიათ და მისთვის მადლობის გადახდა გადაწყვიტეს.

სკოლის მოსწავლეს საკოლექციო 2004 წლის წითელი მუსტანგი აჩუქეს. ბიჭისთვის ამ საჩუქარს ემოციური დატვირთვა ქონდა. საქმე ისაა, რომ ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი დედა სწორედ წითელ მუსტანგს მართავდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ გვინი კოლეჯში სწავლას გეგმავდა და ამისთვის ფულსაც აგროვებდა. როდესაც მისი კეთილი საქმეების შესახებ ბუფალოს კოლეჯმა გაიგო, ბიჭს სრული დაფინანსება შესთავაზა.

ამერიკელი გეგმავს რომ დასუფთავების ბიზნესი შეისწავლოს და კარიერა სწორედ ამ სფეროს მიუძღვნას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები