LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელმა ღვინის მაგისტრმა ქართულ ღვინოზე წიგნი დაწერა

539
thumb

ამერიკელმა ღვინის მაგისტრმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანია Tastingwork-ის ხელმძღვანელმა, ლიზა გრანიკმა ქართულ ღვინოზე წიგნი The Wines of Georgia დაწერა.

336-გვერდიან წიგნში ლიზა გრანიკი საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის 8000-წლიან ისტორიაზე, კულტურასა და პოტენციალზე წერს. როგორც წიგნის ანოტაციაშია აღნიშნული, მიუხედავად 8000-წლიანი ისტორიისა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველო ახალი ძალით აცოცხლებს მეღვინეობის ტრადიციებსა და ვაზის ადგილობრივ, უნიკალურ ჯიშებს.

ღვინის მაგისტრი წიგნზე რამდენიმე წელი მუშაობდა, მან მოიარა საქართველოს მეღვინეობის ყველა რეგიონი, შეხვდა ყველა კუთხის მეღვინეებს. ღვინის ინდუსტრიის ისტორიისა და თანამედროვეობის პარალელურად, ავტორი თავის ნაშრომში ასევე აღწერს ქართული სუფრის ტრადიციებსა და იმ ღირშესანიშნაობებს, რომლებიც მკითხველს ქართული ღვინის გაცნობასთან ერთად, ქვეყანაში მოგზაურობის ინტერესს უჩენს.

წიგნს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის მსოფლიოს მასშტაბით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები