LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელმა ელჩმა საქართველოში ცაში ივახშმა (ვიდეო)

449
60334114-10156571502079372-2491796332713345024-o

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა საქართველოში ცაში ივახშმა და ქართულადაც ამღერდა. ამ ფაქტის ამსახველ ვიდეორგოლს Dinner in the Sky-ის კონცეფციის ქართული რესტორანი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ვიდეო რესტორნის გახსნის დღესაა გადაღებული და Dinner in the Sky-ის ფეისბუქ გვერდმა საკუთარ მომხმარებელს ის მიმდინარე წლის იანვარში კიდევ ერთხელ გაუზიარა, შემდეგი წარწერით: Elizabeth Rood. The best time !

ვიდეორგოლში ჩანს, რომ რუდის მიერ შესრულებულ „თბილისოს“ ქართველების მხრიდან დიდი ოვაციები და აღტაცება მოჰყვა.

რაც შეეხება რესტორან Dinner in the Sky-ის, საქართველოში ფუნქციონირება ქართული ბაზრისთვის სრულიად ახალი კონცეფციის რესტორანმა 2019 წლის მაისში დაიწყო. კვების ობიექტი კოჯორში, „ბიოლის“ ცენტრშია განთავსებული. თუმცა, რესტორანი Dinner in the Sky პორტატულია და მისი წაღება ქვეყნის ნებისმიერ რეგიონსა და წერტილშია შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ Dinner in the Sky-ის კონცეფციის რესტორნები მსოფლიოს 70 ქვეყანაში ფუნქციონირებს, პირველი კი 2006 წელს ბელგიაში გაიხსნა. უშუალოდ კოჯორში აშენებულ Dinner in the Sky-ის რესტორანს რაც შეეხება, ის სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს 50 მეტრის სიმაღლეზე, სპეციალურ ამწეზე დაკიდებულ მაგიდასთან ივახშმონ. როგორც Dinner in the Sky Georgia-ს ვებგვერდზე წერია, ფრენა სრულიად უსაფრთხოა. აღსანიშნავია, რომ რესტორანს ერთდროულად 22 ადამიანის მომსახურება შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები