LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი მამაკაცი, რომელიც თავს ,,დაუმარცხებლად” მიიჩნევდა, ხალხს აცრისაკენ რეანიმაციიდან მოუწოდებს

150
mnbews34545

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ვირჯინიის შტატში მცხოვრები 43 წლის ტრევის კემპბელი თავის იმუნურ სისტემას სრულყოფილად თვლიდა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას არ ჩქარობდა, თუმცა დღესდღეობით მისი პოზიცია რადიკალურად განსხვავებულია. კემპბელი კორონავირუსით ივლისის შუაგულში დაინფიცირდა, 22 ივლისს კი იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე დღეში პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და ის ჯერ რეანიმაციაში, შემდეგ კი პულმუნოლოგიურ რეანიმაციაში მოხვდა. 25 ივლისს „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში, რომელიც რეანიმაციაში ყოფნისას დაწერა, ტრევის კემპბელი თავის მეგობრებს მოუწოდებს, აცრა არ გადადონ.

„ასე ავად ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. მთელ ჩემს ოჯახს კოვიდი აქვს. მე და ჩემს მეუღლეს გვეგონა, რომ ჯანმრთელები ვართ და ჩვენი იმუნიტეტი ყველაფერს გაუძლებს, ამიტომ აცრას არ ვჩქარობდით. ნუ დაუშვებთ ჩვენნაირ შეცდომას, ნუ დაუჯერებთ სულელურ კონსპირაციულ თეორიებს, გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა, დაიცავით თქვენი თავი და გარშემომყოფები.“- წერს იგი პოსტში.

ოდნავ მოგვიანებით კემპბელმა რეანიმაციიდან ვიდეოც დაპოსტა, სადაც თავის მდგომარეობაზე ისაუბრა. ბუნებრივია მას აქვს შიში, რომ შესაძლოა მართვით სუნთქვაზე გადაყვანა დასჭირდეს.

ტრევისის მოსაზრებას სრულიად ეთანხმება მისი მეუღლე, რომლის თქმითაც ვაქცინაცია პრიორიტეტი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც თავისი თავის და ოჯახის გადარჩენა სურს.

„სამსახურის გაცდენა არ შეგიძლიათ? მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვთ? სახლიდან დროულად გასვლას ვერ ასწრებთ?- მიზეზებს მნიშვნელობა არ აქვს, არ უნდა დააგვიანოთ არცერთი დღე, წადით და აიცერით, რათა დაიცვათ საკუთარი თავი და რაც მთავარია, თქვენი ოჯახი.“- აცხადებს ქალბატონი კემპბელი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები