LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკა თავის ცხოვრებას იბრუნებს – დონალდ ტრამპი

109
U.S. President Donald Trump give a thumbs up to reporters and cameras as he heads to the Marine One helicopter to depart for a weekend at Camp David from the South Lawn of the White House in Washington, U.S., May 1, 2020. REUTERS/Carlos Barria

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ იმ შტატებიდან, რომლებიც იხსნება კარგი რიცხვები ფიქსირდება, რაც მისი თქმით დამაიმედებელია.

აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” დაწერა, რომ აშშ თავის ცხოვრებას იბრუნებს.

“კარგი რიცხვები მოდის შტატებიდან, რომელიც იხსნება. ამერიკა თავის ცხოვრებას იბრუნებს! ვაქცინაზე მუშაობის პროცესი ძალიან დამაიმედებელია, წლის ბოლოსთვის. ასევე, სხვა გადაწყვეტილებებიც” , – წერს ტრამპი.

ბოლო 24 საათში, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების 21 030 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, „კოვიდ-19“-ს 1763 ადამიანი ემსხვერპლა.

საერთო ჯამში ქვეყანას ამ დროისთვის უკვე 84 119 გარდაცვლილი და 1 390 406 ინფიცირებული ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები