LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ამბობთ, რომ ლამაზი არ ვარ, მაგრამ შეხედეთ, რა მამაკაცები არიან ჩემთან!” – ბარბრა სტრეიზანდის ცნობილი გამონათქვამები

8316
FORTUNA. GE

მართალია, ბავშვობიდანვე მსახიობობაზე მეოცნებე ბარბარა სტრეიზანდის დედასაც არ სჯეროდა, რადგან თვლიდა, რომ უნიჭო და შეუხედავი იყო, მაგრამ მან ყველას დაუმტკიცა, რომ არა მხოლოდ ნიჭიერი მსახიბი და რეჟისორი, არამედ საოცრად მომხიბვლელი ქალბატონია.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

  • ნუ იქნები ლამაზი და წარმატებას მიაღწევ, ნურასდროს შეიყვარებ და ყველას მოეწონები, რაც შეიძლება შორს გაგზავნე სამყარო და შენით აღფრთოვანდებიან!
  • ცხოვრება ძალიან მოკლეა, ამიტომ დაიწყე პირდაპირ დესერტით.
  • არასდროს იფიქრო, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორია, ჩვენ მათზე ბევრად მაღლა ვართ.
  • ადამიანი მხოლოდ მაშინაა საინტერესო, როცა საკუთარ თავთანაა ჰარმონიაში. გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, იყავი ის, რაც სინამდვილეში ხარ და აკეთე ის, რაც გინდა რომ აკეთო.
  • მე ყოველთვის ინსტინქტებით ვმოქმედებ და ნაკლებად მაინტერესებს გამოცდილება.
  • ნებისმიერ სრულყოფილებას უნდა ჰქონდეს ნაკლი, რადგან ყველაფერი იდეალური უსიცოცხლო და მოსაწყენია.
  • მამაკაცს შეუძლია იყოს გატაცებული, უერთგულოს საკუთარი სამუშაოს, ქალსაც შეუძლია გატაცება, ერთგულება, თუმცა არა კარიერით, არამედ მამაკაცით.
  • ნებისმეირი ქალი ოცნებობს გახდეს მამაკაცის ოცნება.
  • ქალი წლობით ცდილობს მამაკაცის ჩვეულებების შეცვლას, მერე კი, დიდხანს ბრაზობს, რომ ის აღარაა, ვისაც ცოლად გაჰყვა.
  • მოდის კანონმდებლები ხშირად ცდებიან, მაგრამ მილიონობით ბრიყვ ქალს მონახავენ, ვინც მათ შეცდომებში ფულს გადაიხდის.
  • იმ შეუსრულებელი დაპირებების სქელ წიგნს დავწერდი, რომლებიც მამაკაცებისგან მომისმენია.
  • სინამდვილეში სილამაზის საიდუმლო ძალიან მარტვია: ყველა ქალი ლამაზია, უბრალოდ ყველამ არ იცის.