LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამაზონის ტყეებში მძვინვარე ხანძარი – ფოტო კოსმოსიდან

618
BeFunky-collage (11)

ბოლო ერთი კვირაა ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა.

იტალიელმა ასტრონავტმა ამაზონის ტყეებში ხანძრების ფოტო კოსმოსიდან გადაიღო. ლუკა პარმიტანომ სურათი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გაავრცელა.

„ათასობით კილომეტრზე გავრცელებული კვამლი, რომელიც ადამიანების საქმიანობის გამო ამაზონის ტყეებში გაჩენილმა ათობით ხანძარმა გამოიწვია“, – დაწერა იტალიელმა ასტრონავტმა „ტვიტერის“ გვერდზე.




ამაზონის ტყეში ხანძარი გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს შეიცავს, რადგან ტროპიკული ტყე პლანეტის ჟანგბადის 20 პროცენტს გამოიმუშავებს. ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად ჯარი გაგზავნა.
მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნახშირბადის საცავია, რაც გლობალური დათბობის ტემპების შენელებას უწყობს ხელს. ამასთანავე, აქ სამ მილიონამდე სხვადასხვა სახეობის მცენარე და ცხოველი ბინადრობს. გარდა ამისა, იქ მილიონამდე მკვიდრი მოსახლეობა ცხოვრობს.

საფრანგეთის ფართობის ამაზონის ტყეა დამწვარი - დღის ფოტო

შესაბამისი ფოტო-შედარება Google-ში ვრცელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები