LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამას სულ მალე მოჰყვება ღამის კლუბების გახსნა“ – ეკონომიკის მინისტრი

401
5162d8-5721e5885c0d47338e8d17af1b11e704-mv2

მომდევნო ათ დღეში თითქმის 99% ტურისტული ინდუსტრია გაიხსნება, დარწმუნებული ვარ, ამას სულ მალე მოჰყვება ღამის კლუბების გახსნა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს.

მისი თქმით, ღამის კლუბებისთვის ამ ეტაპზე სექტორული შეღავათი არ განიხილება.

„სექტორული შეღავათები ჩვენ ვთქვით, რომ ამ ეტაპზე არის გათვალისწინებული ყველაზე მეტად დაზარებული ინდუსტრიებისთვის, რომლებსაც დრო დასჭირდებათ, რომ ამოიქოქონ. ეს არის ტურიზმი, რადგან არ არის საკმარისი, ტურიზმი მარტო გავხსნათ. საჭიროა, დრო გავიდეს, რომ ისევ იმ დონეზე ავიდნენ, რა დონეზეც იყვნენ. ეს არის სოფლის მეურნეობა, რომელიც ასევე დაზარალდა, რადგან მოთხოვნა ძალიან შემცირდა რეალურად, ექსპორტული მოთხოვნაც შემცირდა და შიგნით. ეს არის ბინათმშენებლობა. რაც შეეხება ღამის კლუბებს, ამ ეტაპზე სექტორული შეღავათი არ განიხილება. ჩვენ მოვისმენთ თითოეული დარგის არგუმენტებს და შემდგომ ვამუშავებთ პოსტკრიზისულ გეგმას და ვნახოთ, როგორი იქნება ამ თვალსაზრისით ჩვენი გადაწყვეტილება“,- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები