LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ თანხით ოჯახების გამოკვება შეიძლება“ – მეგან მარკლის ძვირადღირებული სამოსის გამო აკრიტიკებენ

338
megan

ნიუ-იორკში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მეგან მარკლი საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. საქმე ეხება პრინცი ჰარის მეუღლის ძვირადღირებულ სამოსს, რომლითაც ის ვიზიტის დროს გამოჩნდა. განსაკუთრებული კრიტიკა გამოიწვია „ლორო პიანას“ ბორდოსფერმა პალტომ, რომლის ღირებულებაც 5800 დოლარს შეადგენს. ამავე დღეს მას „კარტიეს“ უძვირფასესი სამკაული ეკეთა და როგორც მოდის ექსპერტები ამბობენ, ამ დღეს მეგანი 11 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების სამოსითა და აქსესუარით გამოჩნდა.

ნიუ-იორკში მყოფი მეგან მარკლის გარდერობი 67 ათას ფუნტ სტერლინგად შეფასდა

ამ ვიზიტის შემდეგ, მეგან მარკლი და პრინცი ჰარი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მეგანის მდიდრული გარდერობი ძალიან ცუდად ჩანს იმ ფონზე, როცა ის სოციალური პროექტებით არის დაკავებული. „ამ თანხით ოჯახების გამოკვება შეიძლება“, –  წერენ სოციალური ქსელების მომხმარებლები.

400 ათასი დოლარის ღირებულების სამკაული და საქმიანი სტილი – ჰარისა და მეგანის ეფექტური დაბრუნება

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ჟურნალ TIME-ის გარეკანზე – გამოცემამ მეუღლეები ყველაზე გავლენიან წყვილად დაასახელა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები