LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ სასმელზე კომპანია წლებია მუშაობს” – როდის გამოვა ბაზარზე კოკა-კოლისა და ყავის მიქსი?

433

სულ მალე საქართველოს ბაზარზე კოკა-კოლას ახალი პროდუქტი გამოჩნდება.

როგორც “ფორტუნას” ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა, კოკა-კოლისა და ყავის მიქსი სავაჭრო ქსელებში 12-14 აპრილიდან ეტაპობრივად შევა.

მისი თქმით, ამ ახალი სასმელის გემოზე კომპანია უკვე დიდი ხანია მუშაობს.

“ეს ჩვეულებრივი ყავა არ არის. უმაღლესი ხარისხის ბრაზილიურ ყავასთან იქნება კოკა-კოლის მიქსი.

ამ სასმელზე კომპანია მუშაობდა წლების განმავლობაში და მიიღო ის მიქსი, რომელის გემოც წარმოუდგენლად კარგია”, – განაცხადა “ფორტუნასთან” კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიას” გენერალურმა მენეჯერმა.

ახალი სასმელის გამოშვებით, კომპანია კონკურენციაში შედის როგორც ყავის, ასევე ენერგეტიკული სასმელის ბაზარზე.

“კოკა-კოლამ გადაწყვიტა ენერგეტიკული სასმელის ბაზარზე შევიდეს სხვა სახით. ეს იქნება როგორც ყავის, ასევე ენერგეტიკული სასმელების კონკურენტი. ჩვენი საფასო სეგმენტი იქნება არაჩვეულებრივი. სასმელი 1.50 ლარი ეღირება”, – განაცხადა ჭყონიამ “ფორტუნასთან”.

კოკა-კოლა + ?

მსოფლიოს მასშტაბით, კოკა-კოლის უამრავ განსხვავებულ გემოს აწარმოებენ. მაგალითად:

  • შავი ალუბლით (აშშ)
  • ვანილით (ბრიტანეთი, კანადა, აშშ)
  • ფორთოხლით (ბრიტანეთი, ლატვია, რუსეთი)
  • მწვანე ჩაით (იაპონია)

7 მარტს, ცნობილი გახდა, რომ კოკა-კოლამ იაპონიაში ალკოჰოლური სამელის წარმოებაც დაიწყო, რაც ჯერჯერობით საქართველოში არ იგეგმება.

რაც შეეხება კოკა-კოლა + ყავას, კოფეინის ორმაგი დოზით ეს სასმელი მხოლოდ ავსტრალიაში და იაპონიაში იყიდება.

იაპონია
ავსტრალია

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები