LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ომს პუტინი წააგებს, მწარედ დაისჯება, მაგრამ სად გადის იმ მსხვერპლის ზღვარი, რომელიც ჩვენმა ორმა ქვეყანამ დასავლეთის გასაღვიძებლად უნდა გავიღოთ: ხიდაშელი

213
თინა ხიდაშელი

რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიების, ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ეხმიანება.

როგორც ხიდაშელი წერს, ვლადიმირ პუტინი ომს წააგებს და მწარედ დაისჯება.

მისივე თქმით, “სანამ დასავლეთისკენ თითს გავიშვერთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტინმოტრფიალენი საკუთარ სახლში ვერ მოგვყავს გონს:

“ახლა შეგვიძლია ძალიან ბევრი ცუდი სიტყვა დავხარჯოთ პუტინის სალანძღავად, გულს მოვიოხებთ, მაგრამ ეს არ ცვლის რეალობას რომ,
– მან დღეს მორიგ ჯერზე ომი გამოუცხადა დასავლეთს;
– მან დღეს მორიგ ჯერზე თქვა და გააკეთა;
– იყო უპრეცედენტოდ მტრული, აგრესიული, ყველაფრის მკადრებელი და ყველაფრის შემძლეობაზე პრეტენზიის მქონე;
ჯერი დასავლეთზეა!
პუტინი მოქმედებს!
დასავლეთის ლიდერები აგერ მიუნხენის კონფერენციიდან მუშტებს უქნევენ!!!

ზუსტად ვიცი, ამ ომს პუტინი წააგებს, მწარედ დაისჯება, მაგრამ სად გადის ზღვარი იმ მსხვერპლის, რომელიც ჩვენმა ორმა ქვეყანამ დასავლეთის ბოლომდე გასაღვიძებლად უნდა გავიღოთ?

თუმცა სანამ დასავლეთისკენ თითს გავიშვერთ, ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ პუტინმოტრფიალენი საკუთარ სახლში ვერ მოგვყავს გონს”, – წერს ხიდაშელი “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა.

ამავე თემაზე:

მსოფლიო დედაქალაქებს არ სძინავთ… რუსეთის შემდგომი ქმედებები დამოკიდებულია იმაზე, როგორი რეაგირება ექნება მსოფლიოს – დმიტრო კულება

რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი – ევროკავშირი და მისი პარტნიორები იმოქმედებენ ერთიანად და სოლიდარობით: შარლ მიშელი

ბორის ჯონსონი: დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება ძალიან ცუდი სიგნალია – დიდი ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს, რისი გაკეთებაც შეუძლია, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო თქვენ გვერდით დგას პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას

რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული მორიგი ნაბიჯი და სამწუხაროდ, იმეორებს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას: ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები