LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ხალხს უბრალოდ სიცოცხლე სურს: პამელა ანდერსონმა საფრანგეთში დევნილების ბანაკი მოინახულა

192

ამ დღეებში პამელა ანდერსონი საფრანგეთს ეწვია, რათა ორგანიზაცია PETA-ს საქვლმოქმედო მისიაში მონაწილეობა მიეღო. მსახიობი გრანდ-სენტში მდებარე ლტოლვილების ბანაკს ესტუმრა, რომელიც დიუნკერკის სანაპიროზე მდებარეობს.

ვარსკვლავმა იქ მაცხოვრებელ ადამიანებს პირველადი დახმარების ნივთები გადასცა და შთაბეჭდილებები მოგვიანებით საკუთარ ბლოგზე გააზიარა:

„სიტყვები არ მყოფნის. ბავშვები ამ ბანაკში ძალიან მოსიყვარულეები და ზრდილობიანები, თუმცა ძალიან დაშინებულები არიან. იქ სრული ქაოსია, რაც არასოდეს დამავიწყდება. მოხალისეები კეთილ ნებას იჩენენ და ამ საშინელი გარემოს მიუხედავად, ადგილობრივებს ეხმარებიან. ეს ყველაფერი განწყობას მიმაღლებს.

პოლიტიკა – საშინელი რამ არის. არანაირი იმედი და საშველი არ არსებობს. ხალხმა უნდა იცოდეს, რა ხდება აქ. ლამაზი და უდანაშაულო ხალხი პატივისცემას იმსახურებს. მე აღარასოდეს ვიქნები ის, რაც ვიყავი.

ყველა ადამიანს რომ შეეძლოს იქაური მდგომარეობის ნახვა, პოლიტიკა მსოფლიოში შეიცვლებოდა. რთულია, ადამიანს აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდო თუ მას თანაგრძნობის განცდა არ აქვს, ამ ხალხს უბრალოდ სიცოცხლე სურს. საზღვრების დახურვა არ არის გამოსავალი – ეს არის უკუსვლა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები