“განუზომელი დარდია ამ ფოტოში” – ამ წარწერით გავრცელებულმა ფოტომ სრულიად სოციალური ქსელი მოიცვა. ფოტოს ფეისბუქვერდი I am Tbilisi ავრცელებს.
ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ეს ფოტო დღევანდელია, თუ წლების წინანდელი, ფაქტია, რომ ქვეყანაში არსებულ უმძიმეს სოციალურ სიტუაციას აღწერს.
ცოტა ხნის წინ, ტელეწამყვანა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა მიმართვა და სთხოვა მოქალაქეებს დაეხმარონ ამ ბავშვის პოვნაში.