LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ადამიანებს არ ანაღვლებს არც უკრაინა და არც უკრაინელი ხალხი – მათი მიზანია, საზოგადოებას თავი შეახსენონ, როგორც პოლიტიკურმა „კლოუნებმა: ალუდა ღუდუშაური

56
ალუდა ღუდუშაური

ამ ადამიანებს არ ანაღვლებს არც უკრაინა და არც უკრაინელი ხალხი – მათი მთავარი მიზანია, საზოგადოებას თავი შეახსენონ, როგორც პოლიტიკურმა „კლოუნებმა“, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი ალუდა ღუდუშაური მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებულ კრიტიკას.

ღუდუშაური თქმით, დრო და სივრცე დარჩენილია იმისთვის, რომ რეზოლუციის პროექტზე პოზიციების შეჯერება და ერთიანი რეზოლუციის მიღება მოხერხდეს.

რაც შეეხება “დროას” მიერ შეთავაზებულ უკრაინის მხარდამჭერ პეტიციას, როგორც ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა კეკლუცობის კლასიკური ნიმუშია.

“ჩვენ ვერ ავყვებით ანგაჟირებულ პოლიტიკოსებსა და ამ პოლიტიკოსების მიერ მართულ ხალხს. ქვეყნის მართვაში ხელისუფლების პასუხიმგებლობა განუზომლად დიდია. ქვეყანას პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკური ძალა მართავს. ამიტომ ვერ მივიღებთ კრიტიკას იმ ადამიანებისგან, ვინც ან ვერ ერკვევა საკითხში ან იმ ხალხის მიერ არის მართული, ვისი რეზოლუციებიც და დაკარგული ტერიტორიებიც კარგად გვახსოვს. საქართველოს ხელისუფლება გონივრულ და პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს იმისკენ, რომ გამოხატული იყოს უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა”, – განაცხადა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.