LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუმის რეაბილიტაციაზე 4 მლნ დაიხარჯება

406
70640301-3243760525664500-359160090302873600-n

მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსში შემავალი სამი შენობის – ისტორიული მუზეუმის შენობის, ალ. ყაზბეგის სახლ-მუზეუმისა და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალ. ყაზბეგის ბიძა) სახლის რეაბილიტაციას იწყებს. პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარს აჭარბებს.

პროექტი ითვალისწინებს ისტორიული ნაგებობების რეაბილიტაცია-რესტავრაციას და ტერიტორიის კეთილმოწყობას.

პროექტის განხორციელება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები