ძველი მსოფლიოს მმართველები და გამორჩეული ისტორიული ფიგურები ბევრი ადამიანისთვის დღემდე დიდი ინტერესის საგანია… როგორები იყვნენ ამა თუ იმ ხალხის მმართველები და როგორ გამოიყურებოდნენ ისინი? ჩვენს დრომდე ზოგი მათგანის მხოლოდ ბიუსტი, ზოგის კი რამდენიმე პორტრეტია შემორჩენილი., თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით სავსებით შესაძლებელია მათი გარეგნობის „გაცოცხლება“… როგორ გამოყურებოდნენ ალექსანდრე მაკედონელი და იულიუს კეისარი? როგორები იყვნენ სილამაზის ეტალონად არიარებული კლეოპატრა და ნეფერტიტი? შეგვიძლია თვალი გადავავლოთ 3D ფოტოების გალერეას…

ნეფერტიტი

ეგვიპტის დედოფალი, ქურუმი და ზოგიერთი თეორიის თანახმად ფარაონი ნეფერტიტი დაახლოებით ძვ.წ.აღ-ის 1370 – 1330 წლებში ცხოვრობდა. მისი სახე აღადგინეს ცნობილი ბიუსტიდან, რომელიც მეცნიერების ვარაუდით დედოფლის სიცოცხლეშია დამზადებული.

იულიუს კეისარი

სწორედ ასე გამოიყურებოდა იულიუს კეისარი, რომლის სახეც ნეფერტიტის მსგავსად, ბიუსტიდან აღადგინეს.

ოქტავიანე ავგუსტუსი

ცხადია, რომის პირველი იმპერატორის სახე მისი ცნობილი ბიუსტის მონაცემებზე დაყრდნობით შეიქმნა. თურმე აგვუსტუსი საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცი იყო.

კლეოპატრა

სილამაზის ეტალონად აღიარებული კლეოპატრა სინამდვილეში სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო. ისტორიკოსების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მისი სილამაზე მითია და მსოფლიოში მხოლოდ მას შემდეგ გავრცელდა, რაც დედოფლის როლი ელიზაბეტ ტეილორმა შეასრულა. იყო თუ არა კლეოპატრა სილამაზის ეტალონი? თავად განსაჯეთ…

ალექსანდრე მაკედონელი

ძველი სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ მმართველს ჰეტეროქრომია ჰქონდა. სხვა მხრივ ალექსანდრე დიდი კეთილი და ცოტა არ იყოს მორცხვი თინეიჯერივით გამოიყურება…

ელისაბედ დიდი

ბრიტანეთის იმპერიის მმართველი ელიზაბეტ I-ის სახე ცნობილი პორტრეტიდან აღადგინეს.

მარია სტიუარტი, შოტლანდიის დედოფალი

ელისაბედ დიდის კონკურენტი და კატოლიკური ეკლესიის აზრით, ინგლისის ტახტის კანონიერი მემკვიდრე, შოტლანდიის დედოფალი მარია სტიუარტი ასე გამოიყურებოდა…

ენ ბოლეინი

ელისაბედ პირველის დედა, დედოფალი ენ ბოლეინი, რომლის გამოც ინგლისის მეფე ჰენრი მერვე კათოლიკურ ეკლესიას დაუპირისპირდა და რომელიც საბოლოოდ რეფორმაციის და ანგლიკანური ეკლესიის დაარსების მიზეზად იქცა, გამორჩეული გარეგნობის მზეთუნახავი სულაც არ ყოფილა. თუმცა ენს ნამდვილად ექნებოდა გამორჩეული ხიბლი…

ლუი XIV

როგორც ხედავთ, მეფე მზე საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი ყოფილა…

ნაპოლეონ ბონაპარტი

ნაპოლეონის გარეგნობის აღდგენა გაცილებით იოლი აღმოჩნდა ხელოვანთათვის. მათ განკარგულებაში ხომ ჟაკ ლუი დავიდის არაერთი ნამუშევარია, რომლებიც ბონაპარტის გარეგნობის რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ შტრიხებს შეიცავენ.

 

 

მსგავსი თემები