LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე ჯეჯელავას პრემიერმა დიპლომატიურ სამსახურში გადასვლა შესთავაზა

128

პრემიერ-მინისტრი განათლების ყოფილ მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას დიპლომატიურ სამსახურში გადასვლას სთავაზობს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ორ ახალ წევრთან შეხვედრისას განაცხადა.

ვსაუბრობთ სანდროსთან – შესაძლოა, ის დიპლომატიურ სამსახურში წავიდეს, თუმცა როგორც ვესაუბრე, მას გული უფრო ისევ განათლების სფეროში პედაგოგიური მიმართულებით ბიზნესსაქმიანობისკენ მიუწევს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ის ჩვენი გუნდის წევრი არის და ძალიან ღირსეული ადამიანია“, – განაცხადა პრემიერმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მინისტრის პოსტზე თსუ-ს პრორექტორმა მიხეილ ჩხენკელმა შეცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები