LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალენ დელონი, პოლ მაკარტნი, ბრედ პიტი, ლეონარდო დიკაპრიო და სხვები – ცნობილი მამაკაცების სამოსი 40 წლის ასაკში

1237
alendelon555

შეაფასეთ სხვადასხვა ეპოქის მამაკაცთა სამოსი 40 წლის ასაკში და კიდევ ერთხელ დარწმუნდით, რომ სტილი ასაკს არ ემორჩილება.

ცნობილი მამაკაცების სამოსი 40 წლის ასაკში:

ერნესტ ჰემინგუეი, 1939 – ამერიკელი მწერალი, რომელსაც 40 წლის ასაკში არც ცნობილი წვერი ჰქონდა, არც მეზღვაურის სვიტერი, ცხელ სეზონზე ყოველთვის სუფთა ჰაერზე, სადა პერანგსა და ჟილეტში გამოწყობილი მუშაობდა.

ჯონ კენედი, 1957 – ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესო საზაფხულო სამოსი მამაკაცისთვის – პოლოს მაისურია, რომელიც არა მხოლოდ ყველა სტილს, არამედ ნებისმიერ ასაკს ერგება.

ენდი უორჰალი, 1968 – ექსტრავაგანტული მხატვრის მთავარ საზაფხულო აქსესუარს – მზის სათვალე წარმოადგენდა, რომელიც ერთხელ შეარჩია და წლების მანძილზე ატარებდა.

შონ კონერი, 1970 – ათწლეულების მანძილზე მამაკაცის სტილის სიმბოლოდ აღიარებულმა კონერიმ არც 70-იან წლებში დათმო პოზიციები, როცა „ბონდიანას“ მორიგ ფილმში „ბრილიანტები სამუდამოდ“ გამოჩნდა, ვენეციური ვოიაჟისთვის კი, შოტლანდიელმა მსახიობმა სადა სტილი – პერანგი და მსუბუქი თეთრი შარვალი შეარჩია.

ალენ დელონი, 1976 – ფილმები დელონის მონაწილეობით თამამად შეიძლება ჩაითვალოს მამაკაცის მოდის სახელმძღვანელოდ, თუმცა ფრანგი მსახიობი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მოდურად იცვამდა. მისი თეთრი კოსტიუმი ყოველთვის ეფექტურად გამოიყურებოდა და ნებისმიერ ოფიციალურ ღონისძიებას ერგებოდა.

ჯეკ ნიკოლსონი, 1977 – ამერიკელი მსახიობი, რომელიც 40 წლის ასაკში „ოსკარის“ პრემიას და რამდენიმე ნომინაციას ფლობდა, წითელ ხალიჩაზე ყოველთვის ელეგანტურ სამოსში პოზირებდა რეპორტიორებისთვის, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი, ნაკლებად ოფიციალურ სამოსს ანიჭებდა უპირატესობას პერანგზე შეხსნილი ზედა ღილით.

ბობ დილანი, 1981 – მართალია, ამერიკელი მუსიკოსის ატლასის ქურთუკი ნაქარგებით ზაფხულის მზიან დღეს ნაკლებად შეეფერება, მაგრამ საღამოს სიგრილეში თავისუფლად შეიძლება მისი მორგება და ხალისიანი წვეულების სტუმრობა.

პოლ მაკარტნი, 1982 – ბრიტანელი მუსიკოსის „ჰავაის“ პერანგი ფრინველის პრინტით და თეთრი მაისური, ყოველთვის მოდური იყო და არც დღეს კარგავს აქტუალურობას.

მიკ ჯაგერი, 1983 – სცენაზე ყოველთვის ეპატაჟური ჯაგერი, ბევრად მოკრძალებულად გამოიყურებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამიტომ სამოსსაც სადას და კომფორტულს არჩევდა. თეთრი შარვალი, პერანგი და მსუბუქი ქურთუკი – მართლაც არაჩვეულებრივი ნაკრებია ზაფხულის სეზონისთვის.

დევიდ ბოუი, 1987 – ბრიტანელი მუსიკოსი ყოველთვის მოდურად, ელეგანტურად გამოიყურებოდა და ე.წ. „ჰავაის“ პერანგსაც გემოვნებით არჩევდა.

პრინცი ჩარლზი, 1989 – სოლიდურობას მამაკაცები ყოველთვის მკაცრი სამოსით უსვამენ ხაზს. 40 წლის პრინცი ღია ფერის კოსტიუმით და მასიური მზის სათვალით არა მხოლოდ სოლიდურად, არამედ ელეგანტურადაც გამოიყურება.

პრინსი, 1998 – ეპატაჟური მუსიკოსი 40 წლის ასაკშიც თამამად ირგებდა ორიგინალურ სამოსს, რასაც მისი წითელი შარვალი და პერანგიც ადასტურებს.

მაიკლ ჯორდანი, 2003 – რა თქმა უნდა, მსოფლიო კალათბურთის ლეგენდა ნებისმიერ სამოსში ელეგანტურად გამოიყურება, მაგრამ მისი მიმზიდველობის მთავარი საიდუმლო მაინც ქარიზმატული ღიმილია.

ბრედ პიტი, 2004 – ამერიკელი მსახიობი რომელიც 57 წლის ასაკშიც ფანტასტიკურად გამოიყურება, წლების წინ ღია ფერის შარვალს, მუქ მაისურს და საყვარელ აქსესუარებს – მზის სათვალეს და მსხვილ ძეწკვს ანიჭებდა უპირატესობას.

ლეონარდო დი კაპრიო, 2015 – 2016 წლის „ოსკარის“ ცერემონიაზე, რომლის მთავარ ფავორიტად სწორედ დი კაპრიო ითვლებოდა ფილმში „გადარჩენილი“ შესრულებული როლისთვის, მსახიობი ბრწყინვალე ფორმაში – მუქი ფერის კოსტიუმით და ატლასის ჰალსტუხით გამოცხადდა.