LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალასანია – პრეზიდენტის გამოსვლა თითქოს იმედისმომცემი იყო, მოლოდინი მაქვს, რომ ვითარება ძალიან სწრაფად შეიცვლება

169
1

“მომეჩვენა, რომ დადებითისკენ წავიდა ეს ყველაფერი, თითქოს, ამჯერად პრეზიდენტის გამოსვლა მისაღები და იმედისმომცემი იყო.” – ასე შეაფასა ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, რომლებიც მან ცოტა ხნის წინ, ბრიფინგზე გააკეთა.

ალასანიას თქმით, პრეზიდენტის გამოსვლამ მას იმედი გაუჩინა და აქვს მოლოდინი, რომ ვითარება შეიცვლება:

“სამწუხაროდ, მხოლოდ ფრაგმენტები მესმოდა, მაგრამ მომეჩვენა, რომ დადებითისკენ წავიდა ეს ყველაფერი, თითქოს, ამჯერად მისი გამოსვლა მისაღები და იმედისმომცემი იყო”…

კითხვის საპასუხოდ, გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში, ალასანია პასუხობს:

“ამჯერად მაქვს ამის მოლოდინი, რაც პრეზიდენტის დღევანდელმა გამოსვლამ გამიჩინა. მოლოდინი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად შეიცვლება ვითარება, ამ გამოსვლამ ასეთი მოლოდინი გამიჩინა. უკვე დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო გადაყვანილი სამოქალაქო საავადმყოფოში.” – თქვა ალასანიამ.

პრეზიდენტის განცხადებები შეგიძლიათ წაიკითოთ ვრცლად:

თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ სამოქალაქო სივრცეში მისი გადაყვანაც უფრო რთულად განსახორციელებელია: პრეზიდენტი

ზურაბიშვილი: ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი, იგი განსაკუთრებული პატიმარია

იმ კადრების გავრცელება, რომლებიც სააკაშვილის ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია: ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები