LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახმეტაში 35 წლის მამაკაცი დაჭრეს

126
gettyimages-899711132

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში 35 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც, მამაკაცს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს.

ექიმების თქმით, მამაკაცს ცივი იარაღით მუცლის, მკლავისა და ზურგის არეში მიყენებული აქვს შემავალი ჭრილობები და გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ესაჭიროება.

დაშავებული თელავის რეფერალურ სავადმყოფოშია მოთავსებული.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები