LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა მომზადების დროა და არა ზეიმის -ჯანმოს ევროპული ბიუროს დირექტორი

124
MAJOR-NEWS-WINTER-CORONA-portal-trans-NvBQzQNjv4BqqVzuuqpFlyLIwiB6NTmJwfSM8Sv5nIxQonD2k-JCC-U

ევროპის ქვეყნები კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღისთვის უნდა მოემზადონ და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს დირექტორმა განაცხადა.

„შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღის წინაშე შეიძლება დავდგეთ. მეორე ტალღა გრიპისა და წითელას სეზონურ აფეთქებას დაემთხვევა. მინდა ის ქვეყნები გავაფრთხილო, რომლებიც შეზღუდვებს არბილებენ: ახლა მომზადების და არა ზეიმის დროა“, – განაცხადა ჰანს კლიუგემ.

ჯანმოს ევროპული ბიუროს დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ პანდემიების ისტორია ცხადყოფს, რომ ქვეყნები, რომლებსაც ეპიდემია არ შეეხო, მეორე ტალღის დროს შეიძლება დაზარალდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები