LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახლა კიდევ ერთხელ რაღაც ტრიუკი, უკვე მგონი კატასტროფას დააყენებს” – გიორგი მარგველაშვილი “ქართულ ოცნებას” არ ენდობა

126
მარგველა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ შეთანხმების არც ერთი პირობა, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შედგა, არ უნდა დაირღვეს.

მისი თქმით, თუკი შეთანხმება დაირღვევა, ეს კატასტროფის მომტანი იქნება.  აქვე, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. 

120/30 - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება შედგა

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, 1%-იან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40%-იან "ჩამკეტზე" შეთანხმდა

“ისეთი ავტორიტეტი ჩამოაყალიბა “ქართულმა ოცნებამ” თავის თავზე, რომ სიტყვაზე უბრალოდ ვერ ენდობი. ძალიან სამარცხვინოა ამის თქმა, მაგრამ ამის თქმა შემიძლია. არიან ადამიანები, რომლებიც არიან თაღლითები, მაგრამ თაღლითებსაც გააჩნიათ რეალობის განცდა. ახლა კიდევ ერთხელ რაღაც ტრიუკი, უკვე მგონი კატასტროფას დააყენებს.

როგორ შეიძლება ნორმალური საარჩევნო გარემო იყოს იმ ქვეყანაში, სადაც პერიოდულად პოლიტიკოსებს ან იჭერენ, ან მათზე საქმეს აღძრავენ, ან მუდმივად ისინი არიან შანტაჟის ობიექტები. მიღწეულია ის, რომ ამ ადამიანებმა უნდა დატოვონ ციხე,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე მივიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები