LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა ჩამიგდეს უზარმაზარი ქორწილის სურათი… ეს მაინც ხდება: ამირან გამყრელიძე ჩახუტებას კრძალავს

163
page

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების შემდეგ ქვეყანაში რეგულაციები გამკაცრდა და დიდი თავყრილობები აიკრძალა, საზოგადოება წესებს მაინც არ ემორჩილება და ახლახანს ერთ-ერთ რეგიონში ფართომასშტაბიანი ქორწილი გადაიხადეს.

“ახლა ჩამიგდეს სამწუხაროდ, „მესენჯერში“ კიდევ ერთი სურათი, უზარმაზარი ქორწილის. არ დავასახელებ რეგიონს. აკრაძალულია, მაგრამ ეს მაინც ხდება… უნდა დავემორჩილოთ ამ რეგულაციებს, ძალიან გთხოვთ. ბევრი ქორწილი იყოს, ბევრი ოჯახი შეიქმნას, ბევრი ბავშვი დაიბადოს, მაგრამ დროებით თავი შევიკავოთ, ეს ქორწილები და შეუღლებები აღვნიშნოთ მოკრძალებულად, არ გვინდა 200-300-400 კაცი. ძალიან დიდი რისკია ინფექციის გარვცელების. თუ ჩვენ ყველა ამ წესებს დავიცავ, დამერწმუნეთ ერთად მოვერევით ამ ინფექციას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ამირამ გამყრელიძემ ჩახუტებაზეც ისაუბრა.

“გახსოვთ, გაზაფხულზე არ ვკოცნიდით ერთმანეთს, არ ვეხუტებოდით, შევიკავოთ თავი ახლაც”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, წინასაარჩევნო პერიოდში რამდენად რეკომენდირებულია, როდესაც კანდიდატები ამომრჩევლებს ეხუტებიან, ამირან გამყრელიძე პასუხობს „ამ პერიოდშიც არ არის ეს სასურველი, გადავეჩვიოთ“.
„მესმის, ამ დროს გარკვეული ემოციური ფაქტორი არის, მაგრამ მოდით, დავძლიოთ ემოციები, არ არის საჭირო ერთმანეთის გადახვევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

შეგახსენებთ, 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 179 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 10-ით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები