LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალშობილის პირველი რეაქცია და საოცარი კადრი, რომელიც სოციალურ ქსელს იპყრობს

516
5e54f693a9f40c16cb2257b3

ყველა ახალშობილის პირველი რეაქცია დაბადებისას ტირილია და თითქოს ამასში გასაკვირი არაფერია. ახალშობილის ფილტვები ივსება ჰაერით, მისი ხმის იოგები პირველად იწყებს მუშაობას და ხმამაღალი ტირილით აუწყებს სამყაროს თავის დაბადებას.

თუმცა, ბრაზილიაში, საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებული ბავშვის პირველმა რეაქციამ ყველა შოკში ჩაგდო. საქმე იმაშია, რომ იზაბელა პერეირა ტირილის ნაცვლად, ექიმებს გაბრაზებული სახით უყურებდა, როდესაც ის 13 თებერვალს, რიო-დე-ჟანეიროში დაიბადა.

ეს საოცარი მომენტი, რომელიც რამდენიმე წუთს გრძელდებოდა, როდრიგო კუნტმანმა გადაიღო.

“სიურეალისტური ფოტო გადავიღე, ასე მგონია ლატარიაში მოვიგე,” – წერს ფოტოგრაფი სოციალურ ქსელში. ფოტო დღითიდღე აქტუალურია. პატარა გოგონამ უკვე რამდენიმე ათასი მოწონება დაიმსახურა.

https://www.facebook.com/RKUNSTMANNFotografia/photos/a.1455279151379779/2911859015721778/?type=3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები