LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალშობილი გიგანტური ბიჭუნას ვიდეომ „ტიკ-ტოკი“ დაიპყრო

282
bigbaychild

„მე უკვე გაზრდილი ბავშვი გავაჩინე“ – სწორედ ასეთი სათაურით გამოაქვეყნა თავისი ახალშობილი ვაჟის ვიდეო  „ტიკ-ტოკ“ იუზერმა ქალბატონმა @shans1588. მან ვიდეოს ატვირთვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სოციალურ ქსელში გოლიათი ახალშობილების შესახებ გამართულ საუბარს შეესწრო. „აქ დიდ ბავშვებზე ვსაუბრობთ?“ – იკითხა მან და ატვირთა ვიდეო, რომელიც მის საკეისრო კვეთას და მეორე ვაჟის დაბადებას ასახავს. ქალბატონი არ ელოდა, რომ ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდებოდა. ამ დროისათვის მას უკვე 29 მილიონზე მეტი ნახვა, 7 მილიონზე მეტი ლაიქი და 100 000-ზე მეტი კომენტარი აქვს.

„ტიკ-ტოკ“ იუზერმა, სახელად @shans1588 ორი ექიმის მიერ ჩატარებული საკეისრო კვეთის შემდეგ გიგანტური ბიჭუნა გააჩინა. ბავშვის წონა 6,5 კგ-ს შეადგენდა, სიგრძე კი 61 სმ-ს. მას დაბადებისთანავე უკვე ცხრა თვის ბავშვისათვის განკუთვნილი ტანსაცმელი სჭირდებოდა. პატარა გოლიათის დედა იხსენებს, რომ ბიჭუნას სიდიდის გამო ადგილზე არც შესაბამისი ზომის პამპერსები და არც ტანსაცმელი არ აღმოჩნდა, რის შემდეგაც სამედიცინო პერსონალმა ისინი პედიატრიის განყოფილებიდან მოიტანა.

როგორც წესი, ნორმალური წონის ახალშობილის საშუალო წონა დაახლოებით 3,5-3,8 კგ-ია, სიგრძე კი 50 სმ-ის ფარგლებში, თუმცა გოლიათი ბიჭუნა გამონაკლისი იყო.

ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ქალბატონმა პატარა ჯეის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა.

„ახლა ის ჩვეულებრივი 5 წლის ბიჭია, რომელსაც ძალიან უყვარს ბეისბოლი, ფეხბურთი და მანქანები“ – განაცხადა ბედნიერმა დედამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები